უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი საქართველოში.

სამშენებლო კომპანია ჰაუზაკადემია 2015 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. წარმატება, რომელიც ჰაუზაკადეიამ 2015 წლიდან დღემდე მოიპოვა ძლიერი მენეჯმენტის, ღია ფინანსური პოლიტიკის და ბაზრის სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ ყველა სტანდარტს და ამავე დროს იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას. თითოეული პროექტი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. ჰაუზაკადემია-ს გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, რათა შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინონ მათ სიმყუდროვე და კომფორტი. კომპანიამ შექმნა სამუშაო ადგილები და დღეს მშენებლობაზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰაუზაკადემია არის კომპანია, რომელსაც აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობები, რომ შექმნას კაპიტალი, დააპროექტოს, ააშენოს და შემდეგ მართოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება.

ჩვენი მისია

ჰაუზაკადემიას მიზანია შექმნას პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენ მივისწრაფვით, რომ ჰაუზაკადემია ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტთან, თანამედროვე სტილთან და მყუდრო გარემოსთან.

ჩვენი ღირებულებები:

ჰაუზაკადემიის ღირებულებებია მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც ჰაუზაკადემია-ს გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარელებისა და თანამშრომლებისთვის.