სამშენებლო კომპანია ჰაუზაკადემია 2015 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა.
კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
წარმატება, რომელიც ჰაუზაკადეიამ 2015 წლიდან დღემდე მოიპოვა ძლიერი  მენეჯმენტის, ღია ფინანსური პოლიტიკის და ბაზრის სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ ყველა სტანდარტს და ამავე დროს იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას. თითოეული პროექტი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. ჰაუზაკადემია-ს გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, რათა შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინონ მათ სიმყუდროვე და კომფორტი.